პროექტის სათაური - კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

გამოყვეყნების თარიღი: Feb 05, 2021

 კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ 1990 წელს დაარსდა და მის ბაზაზე არსებული დღის ცენტრი - სოციალური თერაპიის სახლი - უზრუნველყოფს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრული პირების მომსახურებას. დღის ცენტრის მომსახურებით დღეისათვის 53 შშმ პირი სარგებლობს.
 შრომით და შემოქმედებით საქმიანობებში  მათი მონაწილეობით დღის ცენტრის ბაზაზე არსებულ სახელოსნოებში იქმნება სხვადასხვა სახის  ხელნაკეთი ნივთები. პროცესი განმავითარებელი, თერაპიული ხასიათისაა. შექმნილი პროდუქციის საზოგადოებისთვის წარდგენით სახლის წევრებს სოციალურ პროცესებში აქტიურად ჩართვის საშუალება ეძლევათ. დღის ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს 8 სახელოსნო: ქაღალდის მეორადი გადამუშავების, სანთლების, კრეატიული, ტექსტილზე და აქსესუარებზე ბეჭდვის, ლაზერული ჭრისა და გრავირების სახელოსნოები, ასევე სამზარეულო, სტამბა და სადურგლო. მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას:

 ხის დეკორაციული ზარდახშები;
 დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული კედლის საათები;
 ხის აქსესუარები სამზარეულოსთვის და ინტერიერისთვის;
 ხელნაკეთი სანთლები;
 ტექსტილის ჩანთები;
 მეორადი გადამუშავების ქაღალდით დამზადებული მისალოცი ბარათები და წიგნაკები;
 თექის და ტექსტილის თოჯინები და ა.შ

ორგანიზაციის ბაზაზე მიმდინარეობს მომავალი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ უნარი, სოციალურ-თერაპიული  მიდგომიდან გამომდინარე, წარმართონ ურთიერთობა და შრომითი პროცესები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან ერთად.

ორგანიზაციას ესაჭიროება 3 მოხალისე.
მოვალეობები: კვირაში სამი დღე ონლაინ ჩართვა, ჩართვის ხანგრძლივობა 40 წუთი, შეხვედრა განხორციელდება ორგანიზაციის სამიზნე ჯუფებთან (ზრდასრული შშმ პირები)
თემა: თავისუფალი (თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ საინტერესო სასაუბრო თემები)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე  infoapnsc@gmail.com