ბენეფიციარ მოსწავლეებთან კომუნიკაცია - ჩართე charte.ge

გამოყვეყნების თარიღი: Jan 27, 2021
  • ლოკაცია:
    თბილისი
  • ორგანიზაცია:
  • ტიპი:
    დისტანციური

პანდემიის პერიოდში პროექტი ჩართე ეძებს მოხალისეებს, რომლებიც შეძლებენ პროექტის ბენეფიციარ მოსწავლეებთან სატელეფონო კომუნიკაციას.

ვინ ვართ ჩვენ?
 
ჩართე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. 2000-ზე მეტი შემომწირველის წყალობით უკვე 900-მდე მოსწავლეს გადავეცით ინტერნეტი, ლეპტოპი, სასწავლო რესურსები, ჩავუტარეთ ტრენინგი და ვუწევთ მუდმივ მენტორობას.
 
რატომ გვჭირდება მოხალისეები?
 
COVID-19 პანდემიის პერიოდში დაიხურა სკოლები და ბევრი მოსწავლე ინტერნეტისა და მოწყობილობის უქონლობის გამო ვერ აგრძელებს დისტანციურად სწავლას. „ჩართეს“ გუნდი აქტიურად მუშაობს ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტი მოსწავლის ჩართვაზე, თუმცა სკოლების დახურვის გამო გართულდა მოსწავლეების იდენტიფიკაცია. გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც დისტანციურად (ტელეფონით) ბენეფიციარების იდენტიფიკაციასა და დოკუმენტაციაში დაგვეხმარებიან.
 
რა უნდა გააკეთოს მოხალისემ?
 
დარეკოს ბენეფიციართან, დაუსვას წინასწარგანსაზღვრული შეკითხვები და აღრიცხოს მისი პასუხები „ჩართეს“ სისტემაში. 
 
რა დაგჭირდებათ?
 
მობილური ტელეფონი. სააბონენტო ხარჯებს „ჩართე“ აანაზღაურებს. 
 
რა თვისებები უნდა ჰქონდეს მოხალისეს?
 
დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ახალგაზრდებთან მუშაობის სურვილი.
 
თუ გსურთ, პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივად გაუწიოთ დახმარება ჩვენს პროექტს, შეავსეთ ეს ფორმა. დიდი მადლობა! https://forms.gle/RV66DmJMnHvhSnpy6

ორგანიზაციის შესახებ

, თბილისი

ჩართე (charte.ge) საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. ონლაინ შემომწირველად დარეგისტრირებას რამდენიმე დაწკაპუნება და მინიმუმ თვეში 1 ლარი სჭირდება. ჩვენი პ... განაგრძეთ კითხვა