დღის ცენტრი - ნაბიჯ ნაბიჯ . Step By Step

გამოყვეყნების თარიღი: Feb 11, 2021

 2019 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის #515 განკარგულების საფუძველზე ორგანიზაციას „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step” 207-ე საჯარო სკოლის ბაზაზე გამოეყო 306 კვადრატული მეტრი ფართი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრისთვის.

დღის ცენტრი ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ აღიარებული და დადასტურებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და შშმ პირთათვის დღის ცენტრის სერვისით უზრუნველყოფას, მათი ფიზიკური, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, არაფორმალური განათლებას, პროფესიული განვითარებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას;

ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს მშობელთა განათლების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა ინფორმირებას

რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმები და არაფორმალური განათლების პროგრამები იქნება მიმართული თვით-მოვლის, სოციალური ქცევის, ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებისაკენ.

207-ე სკოლის ბაზაზე გამოყოფილი 306.13 კვ მეტრი ფართი საჭიროებს რეაბილიტაციას, აღჭურვას აუცილებელი ინვენტარითა და განმავითარებელი რესურსებით.

ამ პროექტის გასახორციელებლად ორგანიზაცია ,,ნაბიჯ ნაბიჯ’’ ეძებს დონორებს, რომლებიც ორგანიზაციას გაუწევენ ფინანსურ დახმარებას.  დაინტერესების შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე stepbystepgeorgia@gmail.com