ფანდრაიზერი - Martkopi Speak Up Clubs - მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre

გამოყვეყნების თარიღი: Dec 16, 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია "მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი" დაფუძნებულია ახალგაზრდების გაძლიერებისთვის და შემდეგ მათი ჩართულობით სოფლის სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ამ ეტაპზე, გვაქვს მიმდინარე მოხალისეობრივი პროექტი: "Martkopi Speak Up Clubs" სადაც უკვე დარეგისტრირდა 30 მოხალისე მასწავლებელი, 2021 წლის იანვრიდან დავიწყებთ სასაუბრო ინგლისურის კლუბების მუშაობას, სადაც არა მარტო მარტყოფელები არამედ ახალგაზრდები 9 დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში რეგისტრირდებიან. კლუბების მიზანია რომ ახალგაზრდებმა განივითარონ უცხო ენაზე საუბრის კომპეტენცია და დაძლიონ ინგლისურ ენაზე საუბრის ბარიერები.

 ზემოთ აღნიშნული პროექტისთვის ვეძებთ მოხალისე ფანდრაიზერებს, მათ ვისაც კარგად გამოსდით მოლაპარაკებები, გეგმავენ მომავალში თავიანთი კარიერა ამ კუთხით განავითარონ და სურვილი აქვთ გამოცდილება მიიღონ დონორების მოძიებაში. (როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე) მოხალისეობრივი საქმიანობის ხანგრძლივობა 1-3 თვე ( დამოკიდებულია მოხალისის საქმიანობაზე ) დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: martkopiyouth@gmail.com

სამუშაო განრიგი: მოქნილი
სამუშაო ტიპი: დისტანციური