მოხალისე - მუსიკის მასწავლებელი - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 21, 2021

ა.ი.პ.,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაერთიანებას შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც დაფუძნდა 2001 წელს. ასოციაციის დამფუძნებლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეტლით მოსარგებლე პირები,რომელთაც აერთიანებთ ერთი საერთო მიზანი - ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციას და სოციალურ რეაბილიტაციას. ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა,სოციალურად დაუცველ, მათ შორის ბავშვთა და მათი ოჯახების დაცვისა და ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით. ორგანიზაციის რიგებში გაერთიანებულები არიან: მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სხვა პროფესიონალები. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების ფილიალები ქარელსა და ხაშურში.

ორგანიზაციას ესაჭიროება მოხალისე მუსიკის მასწავლებელი, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე  bregvadzetina@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ მოხალისე - მუსიკის მასწაველებლი