პირადი დამხმარე - საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია

გამოყვეყნების თარიღი: Jan 12, 2021

"საქართველოს ინვალიდ ქალთა სართაშორისო ასოციაცია – სიქსა", 1998 წ. ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია OXFAM-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ასოციაცია აერთიანებს აქტიური ცხოვრების პოზიციის, ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალებს, მათი ოჯახის წევრბს და თანამოაზრეებს. აწევრიანებს ყველა დაინტერესებულ, მოტივირებულ პირს.  ასოციაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, მომქმედი კანონმდებლობის და თავის წესდების შესაბამისად. 

პრიორიტეტულად ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, ლობირება. თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

სიქსა მოიცავს საქართველოს რეგიონებს და ეროვნულ დონეზე, ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა რეალური მდგომარეობის მონიტორინგის საფუძველზე ახდენს პრობლემათა სპექტრის გამოვლენა - სისტემატიზირებას, პრიორიტეტების განსაზღვრას და მოქნილი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. 

 

ქალთა შორის ლიდერობის უნარების გამოვლენა-გაძლიერება: ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების ტრენერების, ექსპერტების მომზადება;  

საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება შშმ პირთა საკითხებში  მასმედიის ყველა სახეობის ჩართულობით: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ... 

შშმ პირთა საკითხების კორექტული გაშუქების პროფესიონალების მომზადება;

PR  კამპანიები ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა უშუალო ჩართულობით.  

შემოქმედებითი რეაბილიტაცია: სასწავლო სტუდიები, გამოფენები, გამოფენა – გაყიდვბი და ა.შ.

ორგანიზაციის აქტივისტს, მანანა გაულაშვილს ესაჭიროება პირადი დამხმარე ხატვის დროს, რადგან გადაადგილების პრობლემა აქვს საჭიროებს ფიზიკურ დახმარებას, სასურველი იქნება ჩართულობა უშუალოდ ხატვის პროცესშიც.

სამუშაო განაკვეთი: მოქნილი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: yaramangalua@gmail.com