დახმარება

  • დახმარება მარტოხელა ბებოს

    ერთი ქალბატონი, 76 წლის, თითქმის ყოველდღე , დელისის მეტროსთან ახლოს ზის და დახმარებას ითხოვს გამვლელებისაგან. თვითონ წლები ეკონომისტად იმუშა, თუმცა ცხოვრების მძიმე ქარტეხილები გამოიარა და ახლა ერთ ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობს მარტო. ეზოს მეზობლები ჰყავს, რომლებიც როგორც შეუძლიათ, ეხმარებიან. თვითონ პარკინსონის დაავადება აქვს; ხელ-ფეხი უკანკალებს და ყოველდღიური საქმის კეთება, ის, რაც საჭიროა არსებობისთვის, ძალიან უჭირს. ყველაზე მეტად რისი შეძენაც უნდა, საწოლია. „თუნდაც მეორეული რომ ჰქონდეს ვინმეს-მადლიერი დაგრჩებოდით"-ამბობს ის. ტანსაცმელიც არ აქვს ბევრი, იმდენი, რომ ყოველდღიურზე არ გვაქვს საუბარი, საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს. გაზის ბალონი მეზობლებმა უყიდეს. საკვებითაც, როგორც მათ შეუძლიათ, ეხმარებიან. მეგობრებო, იქნებ გავერთიანდეთ. ბევრნი ვართ. 5-10 ლარი მაინც რომ ჩავრიცხოთ ყველამ ანგარიშზე და შევძლოთ კარგი საწოლის, ტანსაცმლის ყიდვა მისთვის. უბრალოდ გავაბედნიეროთ და გვერდში დავუდგეთ.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: [email protected] “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008