პროექტის დეტალი

ფანდრაიზერი - კავშირი "მშობლების თანადგომა"

გამოყვეყნების თარიღი: Jan 05, 2021

 კავშირი მშობლების თანადგომა“ წარმოადგენს ქართულ არარსამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თანამოაზრე მშობლების ინიციატივით 2006 წელს.

  ჩვენი  მისიაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების   განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის თანაბარი ,ხელსაყრელი პირობების შექმნა.

  მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური ინკლუზია, პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა ,მათთვის თანაბარი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა .

 ჩვენი ორგანიზაციაა 2006 წლიდან დღემდე, უწყვეტად ახორციელებს ხვადასხვა სერთაშორისო და ადგილობრივი გრანტების  შედეგად დაფინანსებულ პროექტებს. ასევე  სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, დღის  ცენტრების   ქვეპროგრამას,  რომლის  ძირითადი  მიზანია   ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია.

 ქვეპროგრამის ამოცანაა:  სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და ბენეფიციართა  სოციალური ინკლუზია.

ორგანიზაციას ესაჭიროება  მოხალისე, (დასაქმების პერსპექტივით )  ფანდრაიზერი,   მათ ვისაც კარგად გამოსდით მოლაპარაკებები,დონორების მოძიება (როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე) ეს შეთავაზება თქვენთვისაა.დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  [email protected]