ფსიქოლოგი, ან პედაგოგი - კავშირი "მშობლების თანადგომა"

გამოყვეყნების თარიღი: Jan 05, 2021

კავშირი მშობლების თანადგომა“ წარმოადგენს ქართულ არარსამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თანამოაზრე მშობლების ინიციატივით 2006 წელს.

  ჩვენი  მისიაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების   განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისათვის თანაბარი ,ხელსაყრელი პირობების შექმნა.

  მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური ინკლუზია, პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა ,მათთვის თანაბარი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა .

 ჩვენი ორგანიზაციაა 2006 წლიდან დღემდე, უწყვეტად ახორციელებს ხვადასხვა სერთაშორისო და ადგილობრივი გრანტების  შედეგად დაფინანსებულ პროექტებს. ასევე  სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, დღის  ცენტრების   ქვეპროგრამას,  რომლის  ძირითადი  მიზანია   ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია.

ქვეპროგრამის ამოცანაა:  სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და ბენეფიციართა  სოციალური ინკლუზია.

 ამ ეტაპზე გვესაჭიროება ფსიქოლოგი ან პედაგოგი  ( დასაქმების პერსპექტივით) რომელიც შეძლებს  ჩვენს ბენეფიციარებთან მუშაობას, მათი შესაძლებლობების  გათვალისწინებით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com