მოხალისე - ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა - ა.ა.ი.პ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება''

გამოყვეყნების თარიღი: Feb 25, 2021

()იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებაწარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა თანაბარი პირობების უზრუნველყოფა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა.

ორგანიზაცია ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება ამჟამად სხვა სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ახორციელებს  ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამასროგორც თბილისში, ასევე მარნეულის რაიონში 0-და 7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის. ამჟამად ვემსახურებით 60 ბენეფიციარს.   

პერიოდულად ორგანიზაცია იკვლევს ოჯახების  სერვისებით კმაყოფილების ხარისხს. შემუშავებული გვაქვს სპეციალური კითხვარი და ვგეგმავთ გამოკითხვის ჩატარებას ონლაინ რეჟიმში. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, სასურველია, ფსიქოლოგები და სპეციალური განათლების მქონე პედაგოგები.

ვეძებთ კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელთანაც შემდგომშიც ვითანამშრომლებთ.

მოხალისე ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება სიმ-ბარათით ულიმიტო ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის.

სამუშაოს განრიგი: მოქნილი

სამუშაოს ტიპი: დისტანციური

მოვალეობა:  გამოკითხვის ჩატარება ბენეფიციართა ოჯახებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com

,,subject” ველში მიუთითეთ მოხალისე - ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა“.