პროექტის დეტალი

მოხალისე-ეთნიკურ უმცირესობასთან მუშაობის გამოცდილების გაზიარება. - ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 21, 2021

ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნა 2020 წელს. ცენტრს არჩეული აქვს 4 მიმართულება: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება. ამ დროისთვის ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს ,,ახალგაზრდობის სააგენტოს" დაფინანსებულ პროექტს ,,ლაგოდეხის ახალგაზრდული პლატფორმა ჩართულობისთვის" რომელიც გულისხმობს სტრიქტურული დიალოგის დამყარებას ხელისუფლებასთან.

ორგანიზაციას ესაჭიროება მოხალისე, რომელსაც აქვს გამოციდლება ეთნიკურ უმცირესობასთან ურთიერთობის, შეძლებს თავისი გამოციდლება და უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით გაუზიაროს ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე  [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ მოხალისე-ეთნიკურ უმცირესობასთან  მუშაობის გამოცდილების გაზიარება.