პროექტის დეტალი

მოხალისე - ხელოვნების მასწავლებელი - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 17, 2021

ა.ი.პ.,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ წარმოადგენს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა გაერთიანებას შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც
დაფუძნდა 2001 წელს
ასოციაციის დამფუძნებლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეტლით
მოსარგებლე პირები,რომელთაც აერთიანებთ ერთი საერთო მიზანი
- ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში
ინტეგრაციას და სოციალურ რეაბილიტაციას.
ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა,სოციალურად დაუცველ, მათ შორის ბავშვთა და მათი ოჯახების დაცვისა და
ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით.
ორგანიზაციის რიგებში გაერთიანებულები არიან: მშობლები, პედაგოგები,
ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სხვა პროფესიონალები.

ორგანიზაცია სიამოვნებით მიღებს მოხალისეებს რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
მუშაობის გამოცდილება, იცის ხელოვნება, ხატვა და სხვა. ეს ყველაფერი მრავალფეროვანს და კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ჩვენი სამიზნე ჯგუფის ყოვედღიურობას.

სამუშაო გრაფიკი - მოქნილი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე  [email protected]
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ მოხალისე - ხელოვნების მასწავლებელი