პროექტის დეტალი

მოხალისე მასწავლებელი - კავშირი ია

გამოყვეყნების თარიღი: Dec 21, 2020
  • ლოკაცია:
    თბილისი
  • ორგანიზაცია:
  • ტიპი:
    დისტანციური

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია კავშირი "ია" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2005 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების მიერ. ოფიციალურად დარეგისტრირებამდე, 2003-2005 წლებში, ორგანიზაცია მუშაობდა საინიციატივო ჯგუფის სახით.

ძირითადი საქმიანობები:

  • არტ-თერაპია (ხატვა, ძერწვა, თექა, თიხა);
  • დრამ-თერაპია (მეტყველება, სპექტაკლების დადგმა, სადღესასწაულო ღონისძიებები);
  • მუს-თერაპია (ხალხური საგალობლების სიმღერების სწავლება, საბავშო სიმღერები, მუს.-ლიტერატურა, სხვ.);
  • ფსიქოლოგიური სამსახური; ინდივიდუალური, ჯგუფური, ფსიქო-კორექციული გაკვეთილები.

 

გვესაჭიროება მოხალისე, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, წაიკითხავს და განიხილავს ლექსებს, დაესწრებას ჩვენს გაკვეთილებს და შემდეგ დამოუკიდებლად ჩაატარებს .

სამუშაო განრიგი: მოქნილი

სამუშაოს ტიპი: დისტანციური

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:

[email protected]