პროექტის დეტალი

მოხალისე - პროექტების წერა - ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 21, 2021

ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნა 2020 წელს. ცენტრს არჩეული აქვს 4 მიმართულება: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება. ამ დროისთვის ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს ,,ახალგაზრდობის სააგენტოს" დაფინანსებულ პროექტს ,,ლაგოდეხის ახალგაზრდული პლატფორმა ჩართულობისთვის" რომელიც გულისხმობს სტრუქტურული დიალოგის დამყარებას ხელისუფლებასთან.

ვისურვებდით ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში მოხალისეებს პროექტების წერის მიმართულებით, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე  [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ მოხალისე-პროექტების წერა.