პროექტების წერა - ტრენერი - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

გამოყვეყნების თარიღი: Feb 16, 2021

ა.ი.პ.,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ წარმოადგენს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა გაერთიანებას შიდა ქართლის რეგიონში, რომელიც
დაფუძნდა 2001 წელს
ასოციაციის დამფუძნებლები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეტლით
მოსარგებლე პირები,რომელთაც აერთიანებთ ერთი საერთო მიზანი
- ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა საზოგადოებაში
ინტეგრაციას და სოციალურ რეაბილიტაციას.
ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა,სოციალურად დაუცველ, მათ შორის ბავშვთა და მათი ოჯახების დაცვისა და
ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით.
ორგანიზაციის რიგებში გაერთიანებულები არიან: მშობლები, პედაგოგები,
ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სხვა პროფესიონალები.

ორგანიზაცია ეძებს მოხალისე ტრენერს - პროექტების წერის მიმართულებით,
მოვალეობა: ტრენინგის ჩატარება - პროექტების წერა
სამუშაო გრაფიკი - მოქნილი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე  bregvadzetina@gmail.com
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ მოხალისე - პროექტების წერის ტრენერი