პროექტი ჩართე ეძებს მოხალისეებს, რომლებიც შეძლებენ, თარგმნონ ტექსტები ქართულიდან ინგლისურად.
ჩართე (charte.ge) საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. 2500+ ონლაინ შემომწირველის წყალობით უკვე 1000+ მოსწავლეს მივეცით წვდომა ინტერნეტზე, კომპიუტერზე, სასწავლო რესურსებზე, ტრენინგსა და ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერაზე.
ვის ვეძებთ?
მოხალისეს, რომელსაც შეუძლია, ქართულიდან ინგლისურად თარგმნოს ბენეფიციართა მოკლე ისტორიები „ჩართეს“ ინგლისურენოვანი საიტისთვის. თარგმანი უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი და გამართული.
როგორ დავიწყოთ მოხალისეობა?
გთხოვთ, შეავსოთ ფორმა თქვენი პირადი ინფორმაციითა და საცდელი თარგმანით. https://forms.gle/SmrNpatnRLZpuMAY6
შეკითხვებით დაგვიკავშირდით: info@educaregeorgia.com