სტატიები

  • არასდროს გვაქვს საკმარისი პროდუქტიn_206.jpg

    არასდროს გვაქვს საკმარისი პროდუქტი

    მე თამუნა ვარ, 39 წლის მარტოხელა დედა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, თუმცა ეს ფინანსური დახმარება ძალიან მცირედია საჭიროებებთან შედარებით.

    18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი, სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს. შუათანას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს თირკმელზე, ორ  კვირაში ერთხელ სჭირდება ექიმთან ვიზიტი და წამლები.

    მივეჩვიე, რომ მარტომ უნდა ვაკეთო ყველაფერი, გავუმკლავდე ყველაფერს. მინდა, ბავშვები კარგად მყავდეს, არაფრის მეშინია, მე უნდა ვიყო ძლიერი და გავუმკლავდე ყველაფერს. ეს მასწავლა ცხოვრებამ, მაგრამ ხანდახან ძალა გამომელევა ხოლმე. ყველაფერი მჭირდება: საწოლი, თეთრეული, იატაკზე დაგებულ მატრასებზე გვძინავს, არასდროს გვაქვს საკმარისი პროდუქტი ან ნორმალური ტანსაცმელი.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008