სტატიები

  • აააააა_550.jpg

    ბავშვის საკვებით და პამპერსით დახმარება დიდი შეღავათი იქნება

    მე ინგა ვარ, 39 წლის მარტოხელა დედა, სამ შვილს და ერთ შვილიშვილს ვზრდი. წლებია ქირით ვცხოვრობ, ჩვენი სოციალური დახმარება ამ მიზნით იხარჯება.

    ნორმალური განათლება ჩვენთვის ოცნებაა, ჩემი შვილები დისტანციურ სწავლებაში ვერ ერთვებიან, არც კომპიუტერი გაგვაჩნია და არც ინტერნეტი.

    სახლში ძალიან ბევრი საქმეა, თუმცა ვცდილობ, მუშაობაც მოვახერხო. მეზობლის ბავშვს ვიტოვებ, დღიურად 10 ლარს მიხდიან, სამწუხაროდ  ეს თანხა ძალიან მცირეა, ნორმალურად საჭმელსაც ვერ ვყიდულობთ.  შვილიშვილი პატარაა, ხშირად მისთვის არც ჰიგიენური საშუალებები გვაქვს და არც საკვები, ბავშვის საკვებით და პამპერსით დახმარება დიდი შეღავათი იქნება.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008