სტატიები

  • 138065265_710189673033261_7905420637449002948_n_2.jpg

    გვესაჭიროება საკვები და ტანსაცმელი

    29 წლის მარტოხელა დედა ვარ, მყავს ორი შვილი 5 წლის და 6 წლის, თვითნებურად შესახლებულები ვართ, ქუჩაში რომ არ მოგვიწიოს ცხოვრება, იმედია თავშესაფრის გარეშე არ აღმოვჩნდებით.

     6 წლის გოგონა პირველ კლასშია, Covid-19-ის პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლება, უინტერნეტობის გამო ხშირად გვიწევს გაკვეთილების გაცდენა, როცა ვახერხებ მობილური ინტერნეტის ჩართვას მხოლოდ მაშინ ესწრება.

     სოციალურ დახმარებას ვიღებთ, ვცდილობ ისე გადავანაწილო მთელი თვის განმავლობაში არ მოგვშივდეს, თუმცა რთულია. გვესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა, საკვებით და ტანსაცმელით დახმარება.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008