სტატიები

  • 138137048_460394474959440_900912941998181253_n_611.jpg

    ვოცნებობ რომ ჩემს შვილებს სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ

    ანა ვარ, 35 წლის, მარტოხელა დედა. მეუღლემ წლების წინ მიმატოვა, ისიც კი არ ვიცი სად არის, რას აკეთებს. მე და ჩემს შვილებს არავინ გვეხმარება, მარტო გვიწევს თავის გატანა.

    პანდემიის დაწყებამდე ფიზიკურად ვშრომობდი, მაგრამ პანდემიის პირობებში ყველაფერი გართულდა, სამუშაოც აღარ მაქვს. ბავშვები სკოლის ასაკისანი არიან. მათ ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ. საკვები პროდუქტები უბნის მაღაზიიდან ვალად მოგვაქვს, არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე.

    სამივე შვილს სჭირდება ტელეფონი ან კომპიუტერი, რომლითაც ონლაინ-სწავლების დროს დაესწრებიან გაკვეთილებს. ნიჭიერი ბავშვები არიან,  არ მინდა რომ სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ. ვოცნებობ რომ შვილებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008