
16 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ჩემი ყოფილი მეუღლე ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, მალევე დავშორდით და ასე გავხდი მარტოხელა და სოციალურად დაუცველი დედა. მე და ჩემს შვილებს ქუჩაში ცხოვრების გამოცდილებაც გვაქვს. თუმცა ახლა მოლარედ ვმუშაობ და ვცდილობ, ბავშვებს არაფერი მოვაკლო, ეს ძალიან რთულია მარტოხელა დედისთვის, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში.
თვითნებურად ვცხოვრობთ ბარაკში, რომელიც ახლოსაც კი არ არის ადამიანურ პირობებთან: არ გვაქვს წყალი, აბაზანა, გათბობა... ბავშვებს არ აქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, წიგნები, სწავლისთვის საჭირო ტექნიკა...
ყველაზე მეტად შვილებთან ყოფნა მიხარია, ასევე მინდა, რომ ჩემი დები, რომლებიც მინდობით აღზრდაში არიან დავიბრუნო და ოჯახური გარემო შევუქმნა, მათზე ვიზრუნო. ამისთვის ბევრს ვმუშაობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემი დიდი ოჯახისთვის საკმარისი არაა.
დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008