
საკუთარი სახლი არ გამაჩნია, 83 წლის მეგობართან ვცხოვრობ, რომელიც ეკლესიაში გავიცანი, დახმარება შემომთავაზა და თავის სახლში შემიკედლა.
ერთადერთი შვილი რუსეთში მყავს, წლებია არ მინახავს, საქართველოში ვერ ჩამოდის. ძალიან მინდა შვილის ნახვა, შვილიშვილების გაცნობა - თუმცა ამის იმედი არ მაქვს. მეუღლე წლების წინ გარდამეცვალა და იმის შემდეგ მარტოხელა და უსახლკარო ვარ.
მშვიდი ძილი მენატრება, ჩემი საწოლი მინდა მქონდეს, თავშესაფარში მიღებაზე ყველგან უარს მეუბნებიან, მაქვს განგრენა, ორჯერ გადავიტანე ინფაქტი, წამალები მჭირდება, არ ვიცი, ასე როდემდე ვივლი, სიკვდილს ვნატრობ 63 წლის ასაკში. იქნებ ვინმე დამეხმაროს, მხოლოდ ის მინდა, თავშესაფარში მიმიღონ.
დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008