
10 წელი ვცხოვრობდი მოძალადე ქმართან, მუდმივად მიწევდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ატანა. ბოლოს შევძელი და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცალკე გადავედი საცხოვრებლად.
ამ ეტაპზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ შვილებს ყველაფერი გავუკეთო, თუმცა მარტოხელა დედისთვის ეს არ არის მარტივი. ამის მიუხედავად, მირჩევნია ფინანსურად მიჭირდეს, ოღონდ მე და ჩემს შვილებს მოძალადესთან დაბრუნება არ მოგვიწიოს. ყველაზე მეტად ყოფილი მეუღლის მეშინია.
საშუალო განათლება მაქვს, ძალიან მინდა, რომ რაიმე ხელობა შევისწავლო და ჩემი პროფესიით დავსაქმდე. ნებისმიერი სახის დახმარება დიდი შვება იქნება ჩვენთვის. ბევრი რამ გვჭირდება: სრულფასოვანი საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა. მუდმივ და სტაბილურ შემოსავალზე ვოცნებობ.
დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008