სტატიები

  • 137528857_163595692211411_2206055040035650626_n_595.jpg

    რთულია ბავშვს გააგებინო რომ საჭმელი არ გაქვს

     მე თეონა ვარ, 29 წლის, ახალგორიდან. წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ, საკუთარი სახლის იძულებით დატოვება და დევნილობა მძიმე ხვედრი აღმოჩნდა, ამ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს უსახსრობა, უსამსახურობა და ულუკმაპუროდ დარჩენის შიში. 
     ერთ სახლში 8 ადამიანი ვცხოვრობთ, აქედან 3 მცირეწლოვანი, დევნილებისთვის განკუთვნილი დახმარებით ვარსებობთ, ამ დახმარებასაც კრედიტებში ვიხდით, რთულია ბავშვს გააგებინო რომ საჭმელი არ გაქვს და მშიერმა უნდა დაიძინოს. თქვენი, ადამიანების დახმარების იმედი დამრჩა, გვესაჭიროება ფულადი დახმარება, საკვები და ტანსაცმელი.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკიმიმღებიჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008