მარტოხელა დედა ვარ, ორი შვილი მყავს, 9 წლის გოგონა და 5 წლის ბიჭი. მადლობელი ვარ რომ საკუთარი სახლი მაქვს და ღია ცის ქვეშ არ გვიწევს ცხოვრება, თუმცა ძალიან გვიჭირს. ხშირად ისიც არ ვიცი რა ვაჭამო ბავშვებს, სოციალური დახმარება ჩემი ერთადერთი შემოსავალია, ვცდილობ სწორად გადავანაწილო მაგრამ ამდენი საჭიროების ფონზე ეს ძალიან რთულია. პანდემიის დაწყებამდე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ბავშვი ბაღში ვერ დადის, დამტოვოებელიც არავინ მყავს და მუშაობასაც ვერ ვახერხებ. სახლში ძალიან ცივა, ძალიან გვჭირდება გამათბობებლი და საკვები პროდუქტი.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008