
ორი შვილის და ერთი შვილიშვილის გარდა ქვეყნად არაფერი მაბადია, შვილები ობლად გავზარდე, 6 და 4 წლისები იყვნენ მეუღლე რომ გარდამეცვალა. ჩემი შვილიც მარტოხელა დედაა. წლებია ქირით ვცხოვრობთ, როცა გადახდას ვერ ვახერხებთ გვასახლებენ, დამღალა დუხჭირმა ცხოვრებამ. ჩემი ერთი შვილი მუშაობდა, Covid-19-ის პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა, ქირის გადახდას ვეღარ ვახერხებთ, არვიცი როდის მოგვიწევს ბინის დაცლა.
ბავშვი 9 თვისაა, ერთ წლამდე 80 ლარიანი კვების ვაუჩერი ეკუთვნის და გამოკვებას ვახერხებთ, ერთი წლის რომ გახდება არვიცი რა იქნება. მე და ჩემი შვილები სოციალურად დაუცველი ადაიანებისთის განკუთვნილი სადილით ვიკვებებით, მადლობელი ვარ რომ ეს არსებობს, ყოვდღიურად სასადილომდე, რომელიც საკმაოდ შორს არის, ფეხით მიწევს მისვლა რომ ჩვენი კუთვნილი საჭმელი წამოვიღოთ.
იქნებ გამოჩნდეს ადამიანები ვისაც ჩვენი დახმარების სურვილი და შესაძლებლობა ექნება.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008