
მე ლელა ვარ, 35 წლის, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედა. სამ მცირწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობ, დამხმარე არავინ გვყავს.
პანდემიის დაწყებამდე ფიზიკურად ვმუშაობდი: კერძო სახლებს და ეზოებს ვალაგებდი. ოჯახებში დავდიოდი დამხმარედ და ყველდღიური საჭიროებისთვის მცირე შემოსავალს ასე ვაგროვებდი. მას შემდეგ რაც ვირუსი ფართოდ გავრცელდა, ადამიანებს ეშინიათ ჩემი დაქირავება. შესაბამისად ერთადერთი შემოსავლის წყარო დავკარგე.
ჩემი სამივე შვილი მოსწავლეა, მაგრამ მათგან ვერცერთი ვერ ესწრება გაკვეთილებს, რადგან არ გვაქვს კომპიუტერი, ტელეფონი, ინტერნეტთან წვდომა, შესაბამისად ელემენტარულ განათლებასაც ვერ იღებენ.
ერთ-ერთ შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ფილტვის დაჩრდილვა და სხვა დაავადებები, რომლის მკურნალობასაც უსახსრობის გამო ვერ ვახერხებთ.
ყველაზე მეტად მე და ჩემს მცირეწლოვან შვილებს: საკვები პროდუქტებით და მცირე საოჯახო ტექნიკით (ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი) გვესაჭიროება დახმარება. ასევე, არ გვაქვს შეშა, რომ ზამთარში გამოვიყენოთ და მედიკამენტები/პირველადი სამედიცინო დახმარება, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე შვილის მკურნალობა ვუზრუნველყო.
დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008