
სოციალურად დაუცველი, სამი შვილის მარტოხელა დედა ვარ, მეუღლემ მიგვატოვა და არც ფინანსურად გვეხმარება. 13 წლის, 4 წლის და 3 წლის ბავშვებით სრულიად მარტო ვარ. ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ჩემი დახმარება ესაჭიროებათ თუმცა ვერ ვახერხებ.
ჩვენი სახლი ავარიულია, კედლები ჩამოშლილი, ჭერიც საფრთხეს წარმოადგენს, არვიცი როდის ჩამოინგრევა.
ბავშვებისთვის ძალიან ბევრი რამ მჭირდება, 13 წლის გოგონა გაკვეთილებსაც ვერ ესწრება, არც ინტერნეტი გვაქვს და არც კომპიუტერი. ჩვენს სახლში ძალიან ცივა, გამათბობელი არ გვაქვს, ბავშვებს სულ სცივათ და სურდო აქვთ. მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე შეძლებს ჩვენს მცირედით დახმარებას.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008