სტატიები

  • მოხ_n_499.jpg

    ძალიან გვჭირდება თქვენი, კეთილი ადამიანების დახმარება

    შეზღუდული შესძლებლობების მქონე პირის სტატუსით და ორი შვილით სრულიდან მარტო ვარ. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, რამდენიმე თვეა ქირას ვეღარ ვიხდი. პანდემიამდე სახლებს ვალაგებდი და თავის გატანას ვახერხებდი. ახლა ადამიანები ვირუსის შიშით ერიდებიან ჩემს დაქირავებას, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ორი შვილით.

    ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ, ბავშვები მეცოდებიან, მათთვის ნორმალურ საკვებსაც კი ვერ ვყიდულობ, ვერც სასწავლო პროცესში ერთვებიან, არც ინტერნეტი გვაქვს და არც კომპიუტერი. ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე, რადგან ჩემს შვილებს მხოლოდ მე ვყავარ, მათთვის ყველაფერი უნდა შევძლო. მაქვს პროფესიული განათლებაც, თუმცა სამსახურს მაინც ვერ ვშოულობ. ძალიან გვჭირდება თქვენი, კეთილი ადამიანების დახმარება.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008