სტატიები

  • 3H_508.jpg

    არაჯანსაღი კვების გამო ჩემს შვილებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ

    მარტოხელა და მრავალშვილიანი დედა ვარ, ჩემი უმცროსი შვილი ორი წლისაა, თუმცა მყავს კიდევ უფრო პატარა შვილიშვილიც, რომელსაც მე ვზრდი. ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ერთადერთი შემოსავალი კი - სოციალური დახმარებაა, რომელსაც მხოლოდ საკვებზე ვანაწილებთ და ამისთვისაც კი არ არის საკმარისი.

    ოჯახს ბევრი რამ სჭირდება, პირველ რიგში კი, საკვები. შიმშილისა და არაჯანსაღი კვების გამო ჩემს შვილებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, არ აქვთ ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

    ონკო პაციენტი ვარ, თუმცა მკურნალობის შესაძლებლობა არ მაქვს. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილს ნორმალური პირობები ჰქონდეთ. საკვები, ტანსაცმელი, სწავლის შესაძლებლობა. ონლაინ-სასწავლო პროცესში ბავშვები ყოველთვის ვერ ერთვებიან. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა ნოუთბუქი გვაჩუქა, ახლა ჩვენი პრობლემა ინტერნეტის შემოყვანა და ყოველთვიური გადასახადია. იქნებ გამოჩნდეს ადამიანები ვისაც ჩვენი დახმარება შეეძლება.  

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008