სტატიები

  • 1H_663.jpg

    ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მაქვს

    მე შორენა ვარ, 34 წლის, სოციალურად დაუცველი და მარტოხელა დედა. უმაღლესი განათლება მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობას ვერ ვახერხებ, ბავშვების დამტოვებელი არავინ მყავს.

     დიდხანს ვიყავი ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის და მისი ოჯახის წევრები მხრიდან. ახლა ყოფილი მეუღლე ციხეში იმყოფება, თუმცა, ძალიან მეშინია, იმ დღის, როცა ციხიდან გამოვა. მეშინია, რომ სადმე დამხვდება და ფიზიკურად გამისწორდება. ვნერვიულობ ჩემი შვილების და ჩემი მომავლოს გამო, გვერდით მდგომი ადამიანი არავინ მყავს.

    საკუთარი, 15 კვადრატული სახლი მაქვს, ეს ჩემთვის დიდი შეღავათი და შვებაა, თუმცა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამ კუთხითაც ვსაჭიროებ დახმაარებას. ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც არ მაქვს, არც ტექნიკა და სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გაგვაჩნია.

    დახმარების შესაძლებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008