
22 წლის, ორი შვილის მარტოხელა დედა ვარ, დევნილი და სოციალურად დაუცველი. მეუღლემ რომ მიმატოვა 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, ოჯახზე არ ზრუნავდა,
ჩვენი შემოსავალი სულ 200 ლარს შეადგენს, ბინის ქირას და კომუნალურებს აქედან ვიხდი, საკვებისთვის ფული არც გვრჩება. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თუმცა მედიკამენტების შესაძენად სახსრები არ გამაჩნია.
სოციალურად დაუცველთა სასადილოში ვარ რეგისტრირებული, იქ ვიკვებები.
ბავშვებს საკმარისი საკვები არ აქვთ, არც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ასე ცხოვრება.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008