სტატიები

  • 140422703_572119417079089_5911807977779260532_n_428.jpg

    დავკარგე შემოსავლის ერთადერთი წყარო, ძალიან გვჭირდება დახმარება

    …პანდემიის დაწყებამდე სახლებს ვალაგებდი, ვირუსის გამო ყველას ეშინია, სამუშაოდ არავინ მეძახის, ასე დავკარგე შემოსავლის ერთადერთი წყარო.

    სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ვარ, დამხმარე არავინ მყავს, მეუღლეს დაშორებული ვარ, ის ახლა პატიმარია.

    დახმარების ხელი ბავშვების ნათლიამ გამოგვიწოდა, მისი დამსახურებაა ქუჩაში რომ არ ვცხოვრობთ და თავშესაფარი გვაქვს, თუმცა ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება, გათბობა არ გვაქვს, არც ტექნიკა და ავეჯი. ბავშვები სასწავლო პროცესს საგრძნობლად ჩამორჩნენ, ონლაინ გაკვეთილების ვერ ესწრებიან, ძალიან გვჭირდება დახმარება.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008