
რაც პანდემია დაიწყო სამსახური დავკარგე, ქირის გადახდას ვეღარ ვახერხებ, მეშინია მცირეწლოვანი შვილით ქუჩაში არ აღმოვჩნდე. გამუდმებით ვიბრძვი ჩემი შვილის კეთილდღეობისთვის, ვცდილობ არ გავჩერდე, ვცდილობ იმედი არ დავკარგო.
ყველა სირთულესთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს, რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოვხვდი, პერიოდულად ვითიშები, ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, გამოკვლევები მჭირდება, თუმცა ფინანსები არ გამაჩნია. ახლა მთავარია ჩემი შვილისთვის საჭმელი მქონდეს, ამ ყველასთვის რთულ პირობებში რთულია ვინმეს დახმარება სთხოვო, თუმცა ძალიან მეშინია, შიმშილი არ მოგვიწიოს, იქნებ საკვებით დაგვეხმაროთ.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008