სტატიები

  • დედა შვილი_737.jpg

    მიმძიმს დახმარების თხოვნა


    73 წლის  შშმ პირი ვარ, ქვეყნად რაც გამაჩნია ჩემი ერთადერთი  56 წლის შვილია, ნათესავის ბინაში ვცხოვრობთ, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათია. საკვები პროდუქტები, კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები, ამ ჩამონათვალს სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური დახმარებით ვერ ვწვდებით.

    ჩემს შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამდენიმე დღის წინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, აქვს ღვიძლის პრობლემებიც, მისთვის მედიკამენტები და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    პანდემიის პირობებში ყველას გაუჭირდა, მიმძიმს დახმარების თხოვნა, თუმცა სხვა გზა არ მაქვს. ყველაზე მეტად საკვები პროდუქტი და კომუნალური გადასახადის დაფარვა გვჭირდება.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008