
29 წლის, მარტოხელა დედა ვარ, ჩემი მეუღლე ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, ვეღარ გავუძელი, წამოვედი. შვილებს არ ნახულობს, არც ფინანსურად გვეხმარება.
ძალიან მინდა კულინარია ვისწავლო, დასაქმებასაც შევძლებ და საკუთარი შრომით მოვახერხებ შვილების გამოკვებას.
მე და ჩემს ერთ-ერთ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს ყოფას. ძეგვის მონასტრიდან ტანსაცმელით გვეხმარებიან, ეს დიდი შეღავათია, ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტებით დახმარება,მინდა შვილები ნორმალურად ვკვებო რომ ჯანმრთელები იყვნენ, ამის მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008