
სამი შვილის დედა ვარ, უფროსი-17 წლის, ტყუპები კი -14-ის. ერთ-ერთ მათგანს განვითარების პრობლემები აქვს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას. პანდემიის დაწყებამდე დღის ცენტრში დადიოდა, ახლა კი ეს შეუძლებელია, ჩემი მზრუნველობა გამუდმებით ესაჭიროება, მარტო ვერ ვტოვებ, ამიტომ სამსახურის ძებნამ აზრი დაკრგა.
ამჟამად ქირით ვცხოვრობთ, უამრავი პრობლემა გვაქვს, ყველაზე მეტად ის მინდა ჩემს შვილს ვუმკურნალო, მაგრამ უსახსრობის გამო ეს შეუძლებელია.
პანდემიის დაწყებამდე რესტორანში ვმუშაობდი. კულინარი ვარ, , ძალიან მინდა ისევ ვიმუშაო და ჩემს შვილებს უკეთესი პირობები შევუქმნა, მაგრამ ამ ეტაპზე, არაფერი გამოდის, ძალიან გვჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება.
დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com
“თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“ GE50TB7087936020100008