სტატიები

  • 4444_287.jpg

    ერთ წელზე მეტია თავშესაფარში ვცხოვრობ

    მე ემა ვარ, 37 წლის, ერთ წელზე მეტია თავშესაფარში ვცხოვრობ, აქ ვიმშობიარე. ჩემი შვიილის მამა მოძალადე აღმოჩნდა, გამუდმებით მემუქრებოდა, ვერ გავუძელი ამ ყველაფერს და მშობლებთან დავბრუნდი მაგრამ არ მიმიღეს, ასე აღმოვჩნდი თავშესაფარში.

    ბავშვის მამა ფინანსურად არ გევხმარება, არც კი ნახულობს. ჩემს შვილს თვალის პრობლემები აქვს, თვალის ექიმმა  მასაჟები დაუნიშნა,  ერთი კურსის ღირებულება 190 ლარს შეადგენს თუმცა ამისთვის სახსრები არ გამაჩნია.

    ბევრი რამ გვაკლია, თუმცა რაც ყველაზე მეტად გვესაჭიროება სამკურნალო თანხა და გამათბობელია.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008