სტატიები

  • 145874595_4044714282214618_5840815383653795935_n_909.jpg

    კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვართ

    მე ეკა ვარ 33 წლის, უკვე 19 წელია რაც გათხოვილი ვარ, ხუთი შვილი მყავს, 18 წლის ბიჭი, (პატიმარი) უკვე ორი წელია რაც დაკავებულია, ეს ჩემთვის უდიდესი ტკივილია, 16 წლის გოგო, 14 წლის გოგო, 2.5 ბიჭი, 1.5 გოგო და მეექვსე შვილს მარტში ველოდები. საკუთარი ჭერი არ გაგვაჩნია, არც ქირის გადახდის შესაძლებლობა გვაქვს. ახლობლის სახლში ვართ შეფარებულები, ბეტონზე გვიწევს ცხოვრება, თუმცა მადლობელი ვარ, ღია ცის ქვეშ რომ არ აღმოვჩნდი ჩემს შვილებთან ერთად, ყველაზე მეტად ამის მეშინია.  Covid-19 პანდემიის პირობებში ჩემი მეუღლე  უმუშევერი დარჩა. სოციალური დახმარება  თებერლიდან დაგვენიშნა, რაც ჩვენი ერთადერთი შემოსავალია.

    სოციალური დახმარება ძალიან მცირეა, ნორმალურად კვებსაც ვერ ვახერხებთ. კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვართ. ჩენი საცხოვრებელი პირობები არც თუ ისე სახარბიელოა, ყველაფერი გვაკლია, მათ შორის უცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები. ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით დახმარება.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008