სტატიები

  • გაზი_556.jpg

    გაზქურას ვანთებთ რომ გაუსაძლისი სიცივე არ იყოს

    მე ნინი ვარ. 28 წლის, სოციალურად დაუცველი ორი შვილის დედა. მყავს მეუღლე, ყოველთვის მუშაობდა და ცდილობდა ბავშვებს არაფერი მოკლებოდათ, Covid-19 პანდემიის პირობებში კი უმუშევარი დარჩა. ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, ვცდილობ ისე გადავანაწილო მთელი თვის განმავლობაში რომ ბავშვებს საკვები ჰქონდეთ, პატარები არიან 3 წლის და 2 წლის ბიჭები, უამრავი საჭიროება აქვთ თუმცა შემოსავალი მწირია, რასაც სოციალური დახმარებით ვახერხებთ საკვები პროდუქტია.

    არც საყოფაცხოვრებო ნივთები გვაქვს, ყველაზე მეტად მაცივარი და გაზის გამათბობელი გვჭირდება. ზამთრის ცივი დღეები ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის, გამათბობელი არ გვაქვს და სიცივეში გვიწევს ყოფნა, მეშინია ბავშვები არ გამიცივდნენ,  გაზქურას ვანთებთ რომ გაუსაძლისი სიცივე არ იყოს.

    დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: helpingvolunteer@gmail.com

     “თიბისი ბანკი” მიმღები “ჰელფინგ ჰენდ“  GE50TB7087936020100008